18:42 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-01 16:40:37, 818 ნახვა

მსოფლიო
ლიეტუვის საგარეო მინისტრი - რუსეთთან სამი სცენარი არსებობს - ომი, საფრთხე ან ოკუპაცია

რუსეთის ფედერაციასთან ომის, ან მისი მხრიდან ბალტიის ქვეყნების პოტენციური ოკუპაციის თავიდან ასაცილებლად საჭიროა რუსეთის შეკავება, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.

ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელს დაუსვეს შეკითხვა, როგორ აფასებს მისი ქვეყანა რუსეთის გეგმას ლიეტუვაზე თავდასხმის ან მისი დესტაბილიზაციის შესახებ და რამდენად რეალურია ბალტიის ქვეყნებზე რუსეთის თავდასხმის საფრთხე.

კესტუტის ბუდრისის თქმით, ნატო-ს ქვეყნების სადაზვერვო საზოგადოება მივიდა კონსენსუსამდე, რომ რუსეთი ნატო-სთვის გრძელვადიან პირდაპირ სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალას იყენებს.

„ეს პოლიტიკური მიზნები აშკარაა, რომელიც პუტინმა უკვე რამდენჯერმე გამოხატა. მან თქვა, რომ სურს, ამერიკელები არ იყვნენ ევროპაში, სურს დომინირება ევროპაში, სურს, რომ არც ლიეტუვა იყოს აყვავებული ქვეყანა“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან საფრთხე რეალური და გრძელვადიანია, ამიტომ აუცილებელია შეკავების უზრუნველყოფა, ვინაიდან რუსეთი მომავალშიც მეზობელ ქვეყნად დარჩება.

„რუსეთის ფედერაციასთან გვაქვს სამი ვარიანტი: ან ომი რუსეთთან, ან საფრთხე რუსეთისგან, ან ოკუპაცია. ამ უკანასკნელის თავიდან ასაცილებლად უნდა იყოთ ისეთ მდგომარეობაში, რომ შეძლოთ შეკავება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ აღმოჩნდებით ომის პოზიციაში“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ლიეტუვა უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერასა და ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის შეკავების ნაწილად განიხილავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics