10:37 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-23 08:31:26, 504 ნახვა

სამართალი
ორთაჭალაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 5 პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ორთაჭალაში, მომხდარ, სასტიკი მკვლელობაში ბრალდებულ 5 პირს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მახარობლიძემ მიიღო.

ბრალდებულებს, ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძეს, ბაირამ ალი გუსეინოვის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. რაც შეეხება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს, ასევე ბაირამ ალი გუსეინოვს, მათ სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ.

საქმის პროკურორი ლევან ვეფხვაძე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორმა შუამდგომლობაში მომხდარის შესახებაც ისაუბრა.

როგორც ვეფხვაძემ აღნიშნა, 20 წლის, თამაზ მთივლიშვილი თავის დაბადების დღეს ზემოთ აღნიშნულ პირებთან ერთად აღნიშნავდა, შემდეგ კი მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილთან სახლში ავიდნენ. როგორც პროკურორმა აღნიშნა, პაპაშვილმა მთივლიშვილს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი, ფიზიკური.

ვეფხვაძის თქმითვე, გიორგი პაპაშვილმა მთივლიშვილს თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის, საყოფაცხოვრებო ნივთით მიაყენა.

პროკურორის განმარტებით, ბრალდებულები ამ ყველაფერს უყურებდნენ, თუმცა, სამართალდამცავებისთვის მომხდარის შესახებ არ შეუტყობინებიათ.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატები ბრალდებულების მიმართ აღკვეთის სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ხუთივე ბრალდებულს, მათ შორის, ძებნაში მყოფ გიორგი პაპაშვილსა და ბაირამ ალი გუსეინოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობის ადმინისტრაცია ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებზე - სარეზერვო ფონდიდან 3 მილიონი გამოიყო, შემდეგ კი ეს თანხა 722 645 ლარამდე დაკორექტირდა და 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დაბრუნდა
რუსეთმა სამხედრო ბიუჯეტის დასაფინანსებლად 1998 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ოქროს მარაგის გაყიდვა განახორციელა.
საფრანგეთში არეულობის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა
WSJ: ილონ მასკმა უკრაინელი სამხედროებისთვის Starlink-ის შენელების ბრძანება გასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics