09:22 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-22 11:01:55, 328 ნახვა

საზოგადოება
ქვეყნის მაშტაბით 87-ე დღესაც საპროტესტო აქციები გაიმართება

პროტესტის 87-ე დღე.  მოქალაქეები უცვლელი მოთხოვნით გამართავენ საპროტესტო აქციებს, როგორც თბილისში ასევე რეგიონებშიც.

კერძოდ:

 თბილისში, 19:00 საათზე გაიმართება აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან;

20:00 საათზე, ველოსიპედის ძეგლთან - „პროფესიების პროტესტი რუსთაველზე: ჯანდაცვის სექტორი“

20:00 საათზე, პროტესტი პარლამენტთან.

21:00 - საპროტესტო აუდიტორიის საჯარო ლექცია (1-ელი გიმნაზიის წინ, აკაკის და ილიას ძეგლთან)

21:30 - აგორა: დისკუსია პოლიტიკოსებთან (არწივის ქვეშ)

რაც შეეხება რეგიონებს, გორში, 17:00 საათზე, საკრებულოს წინ გაიმართება აქცია სახელწოდებით -„გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!“

ახალციხეში, 18:00 საათზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან - არა რუსულ რეჟიმს!

ბათუმში, 17:00საათზე, ცენტრალური პარკის კოლონადებთან - მდუმარე მარში

19:00 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან - სამშობლოს სამსახურში!

ზუგდიდში, 18:00 საათზე, სამხარეო ადმინისტრაციის წინ - „ბრძოლა გამარჯვებამდე“.

თელავში, 17:00 საათზე, მერიის წინ - უწყვეტი პროტესტი თელავში

ქუთაისში, 19:00 საათზე, მერიის წინ - კი ევროპას, არა რუსეთს!

ჩხოროწყუში, 20:00 საათზე, მერიის წინ - გაბედე პროტესტი ყოველდღე!





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics