|
2025-02-20 13:04:30, 341 ნახვა
საზოგადოება
თემურ ქათამაძე - შიმშილობას გავაგრძელებ ბოლომდე
შიმშილობის 35-ე დღე იზოლატორში. ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე ამ დრომდე პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. აქციების აქტიური მონაწილე ამბობს, რომ იქამდე არ აპირებს საკვების მიღებას, ვიდრე მის მიმართ წარმოებული "აბსურდული საქმე" არ შეწყდება. გარდა შიმშილობისა, ქათამაძე უარს ამბობს, როგორც გამოკვლევების ჩატარებაზეც, ასევე ექიმების კონსულტაციაზეც. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. "შიმშილობას გავაგრძელებ ბოლომდე" - წერს ქათამაძე იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში, რომელსაც საია აქვეყნებს. ქათამაძის მეგობრები ამბობენ, რომ დაკავებულის მდგომარეობა მძიმეა და ეს მას ვიზუალურადაც ეტყობა.
შეგახსენებთ, თემურ ქათამაძე 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიცია მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)