14:35 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 14:49:44, 333 ნახვა

საზოგადოება
პოეტი პაატა შამუგია - 15 თებერვალს, 18:00 საათზე, ვიკრიბებით ყველა, ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე

ხვალ არის დიდი შეკრება. ვიკრიბებით ყველა, ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე. უნდა ვიყოთ ბევრნი იმისთვის, რომ სისტემა გადავწვათ, გადავღალოთ, გადავამტვრიოთ - სხვა გზა არ არსებობს! - ეს განცხადება პოეტმა პაატა შამუგიამ ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები, კერძოდ, მწერლები, პოეტები, მთარგმნელები და რედაქტორები თბილისში დაგეგმილ აქციას 15 თებერვალს, 18:00 საათზე ევროპის მოედნიდან შეუერთდებიან.

„ყველას გაცნობიერებული გვაქვს, რა მდგომარეობაა. პრაქტიკულად, არ დარჩა ქვეყანაში ერთი წესიერი ადამიანიც კი, რომელიც ან დაჯარიმებული ან დაჭერილი ან ნაბეგვი ან ნაწამები არ იყოს ან გაშავებული არ იყოს სამთავრობო ტელევიზიების მიერ. ქვეყანაში არის სერიოზული კრიზისი. რაც მთავარია, ოფიციალურად უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაუქმებულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება იმიტომ, რომ როდესაც რუსთაველის პროსპექტზე ნებისმიერი გავლისას 5 000 ლარით ჯარიმდება ადამიანი, პრაქტიკულად, აუტანელ პირობას უქმნი ადამიანებს და აუქმებ შეკრების თავისუფლებას. დიქტატურა ამაზე მეტი სხვა არაფერია. ბუნებრივია, ამაზე უარესი რაღაცები იყო ქვეყანაში ნაწამები და დასახიჩრებული ადამიანების ჩათვლით. ამიტომაც, ხვალ არის დიდი შეკრება, ვიკრიბებით ყველა, ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე. უნდა ვიყოთ ბევრნი იმისთვის, რომ სისტემა გადავწვათ, გადავღალოთ, გადავამტვრიოთ - სხვა გზა არ არსებობს. ეს არის ყველაზე ეფექტური გზა. არ უნდა გავჩერდეთ. თუკი ჩვენ გავჩერდებით, გაჩერდება ქვეყანა. ერთადერთი გამოსავალია, არ გავჩერდეთ, ვიაროთ. ეს მსვლელობა ევროპის მოედნიდან დაიწყება და შემდეგ, ბუნებრივია, რუსთაველის პროსპექტზე დაგვირგვინდება“, - განაცხადა პაატა შამუგიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics