19:41 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-06 16:18:09, 415 ნახვა

საზოგადოება
3 ივნისიდან ქუთაისსა და ლიონს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყება

3 ივნისიდან, ქუთაისსა და ლიონს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყება. 

ახალი პირდაპირი მიმართულებით რეისები ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიონის სენტ-ეგზიუპერის აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, კვირაში ორი სიხშირით (სამშაბათი, შაბათი) შესრულდება.

გადაწყვეტილება  ამის შესახებ, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონების  ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადმა ავიაკომპანია Wizz Air-მა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად მიიღო. 
აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ახალი მიმართულება საშუალებას იძლევა გაზარდოს მოგზაურობის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და განამტკიცოს კავშირი საქართველოსა და საფრანგეთს შორის.

ბილეთების შეძენა ლიონის მიმართულებით ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.wizzair.com უკვე შესაძლებელია. ამ ეტაპზე,Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 15 ქვეყნის 23 მიმართულებით ასრულებს. აპრილიდან კი ფრენებს კვლავ განაახლებს მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics