|
2025-02-06 12:25:41, 524 ნახვა
სამართალი
ტაილანდელი ქალებისგან კვერცხუჯრედების იძულებით მოპოვების საქმეზე შსს-ში გამოძიება მიმდინარეობს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ბანგკოკის ინტერპოლიდან მიღებული წერილის საფუძველზე, დაწყებულია გამოძიება ადამიანით ვაჭრობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილი). საქმე ეხება 3 თებერვალს, ტაილანდურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც საქართველოში მოქმედ ტრეფიკინგის სქემაზე წერს. გამოცემების ინფორმაციით, 2025 წლის 30 იანვარს წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, რომელსაც ტაილანდის სამეფო პოლიციის საგარეო საქმეთა განყოფილების უფროსი ახორციელებდა, ტაილანდში დაბრუნდა სამი ქალი, რომლებიც საქართველოში ე.წ. ლეგალური სუროგაციის დაპირებით ჩამოიყვანეს და ისინი ყოველთვიურად, იძულებით იყვნენ ჩართულები “კვერცხუჯრედების” მოპოვების პროცედურებში. ტაილანური მედიის თანახმად, საქართველოში კიდევ რჩება 100-მდე ქალი, რომლებიც ტრეფიკინგის სქემის მსხვერპლები არიან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 6 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, დაინიშნა ექსპერტიზები და სხვადასხვა ადგილას ჩატარდა ჩხრეკა. „გამოიკითხა 70-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუმცა არცერთ მათგანს გარდა 3 ტაილანდელი ქალბატონისა, რაიმე სახის პრეტენზია არ დაუფიქსირებია. გამოკითხული 3 ტაილანდელი ქალბატონი განმარტავდა, რომ აღარ სურდათ სუროგატი დედობა და საცხოვრებელ მისამართზე დარჩენა. სამართალდამცველების მიერ იმავე დღეს მოხდა სამივე ქალბატონის გადაყვანა ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარში და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ მათ ქვეყანა დატოვეს“, - წერია განცხადებაში. შსს-ს თანახმად, პოლიციამ, ასევე გამოიკითხა უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე, რომლებმაც ტაილანდის მოქალაქეები საქართველოში სუროგაციის მიზნით ჩამოიყვანეს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, საიდანაც გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
კობახიძეს მიაჩნია რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არა ოპოზიციას არამედ უცხოურ აგენტურას კრძალავს
მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაკითხვაზე საკონსტიტუციომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)