2024-12-16 09:04:37, 417 ნახვა
მსოფლიო
BBC - ორმა რუსულმა ნავთობმზიდმა შავ ზღვაში კატასტროფა განიცადა
შავ ზღვაში, ქერჩის სრუტეში ორმა რუსულმა ტანკერმა კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ეკიპაჟის 27 წევრიდან, მომხდარის შედეგად, სულ მცირე, ერთი პირი დაიღუპა.
ერთ-ერთი ვერსიით, ტანკერების დაზიანება ძლიერმა ქარიშხალმა გამოიწვია.
გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს ტანკერი, რომელიც შუაზეა გატეხილი და იძირება.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი ტანკერი - „ვოლოგონეფტ 212“, მეორე კი „ვოლოგონეფტ 239“-ია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,