2024-12-11 16:35:25, 477 ნახვა
მსოფლიო
ვიქტორ ორბანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. აღნიშნულის შესახებ ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც ორბანმა აღნიშნა, ახლა რუსეთ-უკრაინის ომის ყველაზე საშიში კვირებია.
"დღეს დილით მე ერთი საათის განმავლობაში ვსაუბრობდი ტელეფონით პრეზიდენტ პუტინთან. ეს არის რუსეთ-უკრაინის ომის ყველაზე საშიში კვირები. ჩვენ ვიყენებთ ყველანაირ დიპლომატიურ ნაბიჯებს ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის",- წერს ორბანი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,