14:20 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-26 15:15:28, 348 ნახვა

საზოგადოება
ჩიქოვანი - საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა,- ამის შესახებ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

საკომიტეტო სიტყვაში მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება თავდაცვის უწყების ძირითად მიმართულებებსა და სამოქმედო გეგმებზე გაამახვილა.

მისი განცხადებით, რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, “ტოტალური თავდაცვის“ მიდგომის დანერგვით საქართველოს თავდაცვის ორგანიზება გრძელდება.

ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ არსებული ეკონომიკური ზრდის ფონზე, არაერთი ნაბიჯი გადაიდგა თავდაცვის ძალების კიდევ უფრო გასაძლიერებლად.

მისი განმარტებით, თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა  მნიშვნელოვანია თავდაცვის ძალებში მეტი პროგრამის განხორციელებისა და შესაძლებლობის გაჩენის კუთხით. აღინიშნა, რომ უწყება 2025 წლიდან, შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, განაგრძობს გრძელვადიანი განვითარების გეგმებზე მუშაობასა და კონცეპტუალური ბაზის განახლების პროცესს. ირაკლი ჩიქოვანმა, ასევე ისაუბრა თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული სიახლეების განხორციელების ანალიზსა და მისი სრულყოფის პროცესზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ჩიქოვანს თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics