16:44 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-26 14:09:51, 375 ნახვა

საზოგადოება
გომელაური - შსს-ს ავტორობით არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო საკანონმდებლო საქმიანობის მიმართულებით აქტიურად მუშაობს,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.

როგორც  ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, ბოლო წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა.

„2018-2024 წლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა დანაშაულის, მათ შორის, ოჯახში ძალადობის და სქესობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა, საგზაო უსაფრთხოების რეგულირება, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის რეგულირება, სერვისების განვითარება, სამსახურის გავლის საკითხების რეგულირება და სხვა“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics