14:33 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-26 13:49:59, 239 ნახვა

საზოგადოება
გომელაური - პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, კრიმინალური პოლიციის რეფორმა გრძელდება

პოლიციის  საქმიანობის  ეფექტიანობის  გაზრდის  მიზნით, გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის ფარგლებში ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებები სრულად გაიმიჯნა,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა  პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რეფორმის შედეგად, გამომძიებლის ფუნქცია-მოვალეობებად განისაზღვრა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და მას სრულად ჩამოშორდა სხვა საპოლიციო ვალდებულებები, რაც აისახა გამომძიებელთა საქმიანობის ეფექტიანობაზე.

მისივე თქმით, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის გაძლიერების მიზნით, შეიქმნა ანალიტიკური ჯგუფი.

„კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი დამოუკიდებელ ერთეულად გამოეყო“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ გრძელდება მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარება, რომელიც ამოქმედებულია თბილისში, რუსთავსა და ბათუმში.  რეფორმის ფარგლებში მართლწესრიგის ინსტიტუტი სხვა დიდ ქალაქებშიც დაიწყებს ფუნქციონირებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics