15:29 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-25 15:45:59, 417 ნახვა

პოლიტიკა
ჯანგირაშვილი - სანამ ოპოზიცია საბოლოოდ არ ჩაეხსნება პარლამენტს, ნუ გვექნება იმედი, რომ პროტესტი მასობრივ სახეს მიიღებს

სანამ ოპოზიცია ცალსახად და საბოლოოდ არ ჩაეხსნება პარლამენტს, ნუ გვექნება იმედი, რომ პროტესტი და წინააღმდეგობა მასობრივ სახეს მიიღებს,- ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ჯანგირაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისთვის „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ოპოზიცია პარლამენტში შეიყვანოს“.

„არც უნდობლობის გაღვივება მინდა და არც ნიჰილიზმის და აპათიის. მაგრამ, დებილი არავინ არ არის და ხალხი მშვენივრად გრძნობს, რა იქნება შემდეგი: ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში. სხვანაირად მთელი მისი „შრომა“, რაც გაყალბებისთვის დახარჯა, ფუჭია. ფსონებს გაზრდის. საკმაოდ დიდ თანხებს შესთავაზებს ოპოზიციონერ ინდივიდებს. ყველას არა, სუსტ რგოლებს მოძებნის. ნაწილიც ეყოფა იმისთვის, რომ პარლამენტს ლეგიტიმურობის ელფერი მისცეს და ხალხი საბოლოოდ აპათიაში ჩააგდოს, წლობით გათიშოს პროცესიდან. უკვე დაიწყო ხალხის ლანძღვა, რომ ქუჩაში არ გამოდის ბევრი. არც გამოვა, სანამ ექნება განცდა, რომ ისევ მოატყუებენ, გადააგდებენ და მიაფურთხებენ.  2020–დან დიდი დრო არ გასულა და ყველას ყველაფერი კარგად ახსოვს. ამიტომ, სანამ ოპოზიცია ცალსახად და საბოლოოდ არ ჩაეხსნება პარლამენტს, ნუ გვექნება იმედი, რომ პროტესტი და წინააღმდეგობა მასობრივ სახეს მიიღებს. და მოეშვით ხალხის დამუნათებას. ჯერ კიდევ შოკშიდან ვერ გამოვსულვართ იმის გამო, რომ ამდენი ტვინიკოსი აზრზეც ვერ მოვიდა, ისე გააყალბა „ქოცმა“ არჩევნები. რატომ მოხდა ასე, მაგაზე, ალბათ, ცალკე უნდა ვილაპარაკოთ, თან ბევრი“,- წერს ჯანგირაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics