2024-11-20 16:04:05, 387 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, რათა ფუნდამენტური პოლიტიკური ცვლილებები მოხდეს
ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, რათა ფუნდამენტური პოლიტიკური ცვლილებები მოხდეს,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს.
გვარამიას განცხადებით, ახალი არჩევნები აუცილებლად ჩატარადება.
"ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს არა იმიტომ, რომ ვინმემ "ოცნება" ჩაანაცვლოს, არამედ იმიტომ, რომ მოხდეს ფუნდამენტური პოლიტიკური ცვლილებები, რათა ამის და საკუთრივ, დემოკრატიული არჩევნების გარეშე, ჩვენი გზა ევროპაში ჩახერგილია, ჩვენი მომავალი - ბნელი.
ამიტომაც, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და აუცილებლად ჩატარდება კიდეც",- წერს ნიკა გვარამია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,