21:36 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-19 20:35:56, 398 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - მერწმუნეთ ჩემო თანამემამულეებო, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ - ძალა არა ოლიგარქიაში, არამედ ხალხშია

მერწმუნეთ ჩემო თანამემამულეებო, ჩვენ გავიმარჯვებთ აუცილებლად,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, “ძალა არა ოლიგარქიაში, არამედ ერთობასა და ხალხშია“.  

“მერწმუნეთ ჩემო თანამემამულეებო, ჩვენ გავიმარჯვებთ აუცილებლად. ძალა ერთობაშია, ძალა ხალხშია და არა ოლიგარქიაში. აუცილებლად გავიმარჯვებთ. როგორც დაიხიეს დღეს უკან, ასე მოუწევთ მათ უკან დახევა და ხელის აღება იმ სპეცოპერაციაზე, რომელსაც არჩევნებს უწოდებენ.

მივმართავ თვითმარქვია ხელისუფლებას, რაც მალე გაიგებთ ხალხის ხმას, მით ნაკლები იქნება თქვენს მიმართ ხალხის რისხვა. ასე რომ მოისმინეთ ხალხის ხმა და დაანებეთ თავი ცრუსაუბარს პარლამენტის შეკრებასთან დაკავშირებით. უნდა დავიწყოთ მზადება ახალი არჩევნებისთვის, ახალი მენეჯმენტით და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. დღეს ვრჩებით აქ, არსად არ მივდივართ. აქა ვდგევართ და სხვაგვარად აქც ძალგვიცს“,- განაცხადა ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics