21:36 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-19 16:23:58, 376 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - ევროპარლამენტში მიტაცებულ არჩევნებს საერთაშორისო აღიარება არ ექნება, რაც ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის საფუძველია

26 ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო გამოძიებაზე უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ევროპარლამენტში მიტაცებულ არჩევნებს საერთაშორისო აღიარება არ ექნება,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა ბრიუსელში, სადაც ის ევროპარლამენტარებს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებს ხვდება.

როგორც ბოკუჩავა ამბობს, არჩევნების არღიარება არის საფუძველი ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის. 

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ევროპარლამენტში. 1 000 დღე გავიდა რუსეთის შეჭრიდან უკრაინაში, სადაც პრეზიდენტი ზელენსკი ასევე მიმართავს ევროპარლამენტარებს. ჩვენ დილიდან გვქონდა შეხვედრები ევროპარლამენტარებთან, განვიხილეთ 26 ოქტომბრის მიტაცებული არჩევნები, მომავალ კვირას ასევე იქნება ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოზე, სადაც იქნება საუბარი არჩევნების არ აღიარებაზე, გამოძიების მნიშვნელობაზე. ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია გამოძიებასთან დაკავშირებით, ამაზე საუბრები გვქონდა ევროკომისიაში, საგარეო უწყებაში, უშუალოდ საგარეო მინისტრებთან, რომლებმაც გადაწყვეტილება მიიღეს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ასე რომ, მნიშვნელოვანი მომენტია აქ ბრიუსელში, ევროპარლამენტში და ფაქტია, რომ 26 ოქტომბრის მიტაცებულ არჩევნებს საერთაშორისო აღიარება არ ექნება, რაც არის საფუძველი ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის“,- აცხადებს ბოკუჩავა, როგორც ამას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური იტყობინება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics