2024-11-19 16:04:06, 364 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე უგულავაზე - 50 მილიონი აქვს მოპარული და თვითონ „მსხვილმანი თაღლითია“, სხვას ეძახის წვრილმანებს და შეურაცხყოფას აყენებს
50 მილიონი აქვს მოპარული და თვითონ "მსხვილმანი თაღლითია“,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიგი უგულავაზე საუბრისას აღნიშნა.
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, უგულავა „სხვას ეძახის წვრილმანებს და შეურაცხყოფას აყენებს“.
"წვრილმანს უწოდებს სხვას, 50 მილიონი აქვს მოპარული და თვითონ მსხვილმანი თაღლითია, სხვას ეძახის წვრილმანებს და შეურაცხყოფას აყენებს. სხვას აბრალებს და თვითონ დაუბრალებლად და ალალად არის მსხვილმანი თაღლითი",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),