23:03 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 22:47:53, 641 ნახვა

პოლიტიკა
ბორელი - „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ქვეყანა ევროკავშირს დააშორეს, ისინი ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ წავიდნენ

საქართველოში მისიას გავგზავნით და განვიხილავთ საარჩევნო დარღვევებს. არჩევნები გამოძიებული უნდა იქნეს და საქართველოს მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას გადამწყვეტი ცვლილებებისკენ. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის სხდომის დასრულების შემდეგ, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი შეფასებით, "ქართული ოცნების" ლიდერებმა ქვეყანა ევროკავშირს დააშორეს, ისინი ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ წავიდნენ.

"საპარლამენტო არჩევნების ჩატარების პროცესმა გასულ თვეში დაადასტურა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა. ქართული ოცნების ლიდერებმა ქვეყანა ევროკავშირს დააშორეს, ისინი ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ წავიდნენ.

ჩვენ ყველას გვსურს, ვიხილოთ საქართველოს დაბრუნება ევროკავშირის გზაზე, თუმცა ეს ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენ საქართველოში მისიას გავგზავნით და განვიხილავთ [საარჩევნო] დარღვევებს. არჩევნები გამოძიებული უნდა იქნეს და საქართველოს მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას გადამწყვეტი ცვლილებებისკენ

ჩვენ მოვიწვევთ ODIHR-ის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, რომ წარუდგინოს წევრ სახელმწიფოებს თავისი შეფასებები საარჩევნო დარღვევების შესახებ, რათა წევრმა სახელმწიფოებმა მოისმინონ რას ვგულისხმობთ, როდესაც საარჩევნო დარღვევებზე ვსაუბრობთ.

ქართველ ხალხს მინდა გავუმეორო რაც ვუთხარი ერთი წლის წინ საქართველოში ბოლო ვიზიტისას: ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია დარჩება, მაგრამ საქართველოს მთავრობის კურსი, როდესაც საქმე ეხება კანონის უზენაესობას და საბაზისო პრინციპებს, მათ შორის იმას, თუ როგორ ჩატარდა არჩენები, ევროკავშირში ინტეგრაციისგან აშორებს". - თქვა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიფინგზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics