|
2024-11-18 21:37:10, 907 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციას და ხელისუფლებას ახალ არჩევნებამდე მისვლის გზებს სთავაზობს
":უნდა შევძლოთ ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, საარჩევნო კოდექსის ცვლილება" - ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. „როცა არჩევნები არ შედგა აუცილებელია, რომ უმოკლეს ვადაში გამეორდეს არჩევნები. ვადა თავისთავად დამოკიდებულია შემდეგი საკითხების გადაწყვეტაზე, რის გარეშეც აზრი არა აქვს ახალი არჩევნების ჩატარებას: ერთი, საერთაშორისო გამოძიება. ეს საჭირო არის იმისთვის, რომ გამოარკვიოს და დაამტკიცოს ის ხარვეზები რაც სისტემური იყო და არსებობდა ამ არჩევნების დროს. აღნიშნული ხარვეზები არის გამოსასწორებელი თუ გვინდა რომ მივიღოთ, ახალი სამართლიანი თავისუფალი და არა გაყალბებული არჩევნები. უნდა შევძლოთ ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, საარჩევნო კოდექსის ცვლილება, იმ მიმართულებით და იმგზავნილებით რაც, თავის დროზე ეუთო/ოდირის მიერ იყო მოწოდებული. მაგრამ კიდევ დამატებით, უცხოეთში უბნების გახსნის პროცედურების გამართვით. ასევე საარჩევნო დავების სპეციალური სასამართლოს შექმნა მეორე პუნქტი პირველი არის ახალი არჩევნები როგორც კი ჩვენ დავკმაყოფილდებით ინიცი რომ ახალი საარჩევნო ადმინისტრა ცია პროცედურები იქნება საკმაოდ გამართული. მეორე პუნქტი, ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება რამდენადაც არ შედგა არჩევნები. ამ მოცემულობიდან გამომდინარე არაფერი ახალი არ შეიძლება შედგეს. არც პარლამენტი, არც მთავრობა, არც პრეზიდენტი. ანუ ჩვენ ვაგრძელებთ არსებული პარლამენტით, მთავრობით და თუნდაც პრეზიდენტით. ეს უნდა მოხდეს იმის გამო, რომ გარდამავალი პერიოდი რომელიც იქნება ახალ არჩევნებამდე იყოს მაქსიმალურად სტაბილური. პირველ რიგში, საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს მისი პროტესტი და მინდა მივესალმო ამ საღამოს ადამიანებს რომლებიც არიან ქუჩაში. სტუდენტებს მინდა მივესალმო, პირველ რიგში იმიტომ რომ ნებისმიერი ქვეყანაში ისინი არიან პროგრესის ძალა, რომელსაც მიჰყავს ქვეყანა თავის მომავლისკენ. პროტესტის გარეშე ჩემი ძალისხმევა არაფერი არ იქნება. მშვიდობიანი და პოლიტიკურად ძალიან მწიფე პროტესტი არის აუცილებელი. მე შევხვდი პოლიტიკური პარტიებს და კიდევ ვაგრძელებ კონსულტაციებს, რათა გავაგებინო რომ ამ გეგმაში მათი მონაწილეობა არის აუცილებელი. მგონი რომ ეს კარგად ესმით. საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნა ყოველთვის არის რომ ვეძიოთ რაღაცა გზა რათა ქვეყანაში გადაწყდეს კრიზისი. არცერთ საერთაშორისო მეგობარს აქვს სურვილი, რომ ახალი კრიზისი დაიწყოს ამდენად ასეთი გეგმა მათთვისაც მისაღებია. ბოლოს „ქართული ოცნებას“ ვურჩევდი, რომ დაფიქრდნენ. იყოს 2020 წლის პარლამენტი და იყოს ბატონი კობახიძესაც ან სხვისი მთავრობა, რომ ჩვენ მივიდეთ მშვიდობიანად ახალ არჩევნებამდე.“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)