23:05 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 21:02:38, 378 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა, უნდა გაიმართოს ახალი არჩევნები

განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა. უნდა გაიმართოს ახალი არჩევნები. - ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის შეფასებთ, საერთაშორისო პარტნიორებს, საზოგადოებას და პოლიტიკურ ძალებს შექმნილი კრიზისიდან გამოსავლაი უნდა ექნეთ შეთავაზებული.

„განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა. აქედან გამომდინარე ქვეყანა იმყოფება ძალიან სერიოზულ მდგომარეობაში და მეტსაც ვიტყვი, ქვეყანას ემუქრება სერიოზული საფრთხეები: ერთი ასეთი საფრთხე არის დესტაბილიზაცია რომელიც შეიძლება მოყვეს ორ ხელისუფლებიანობას და პოლარიზაციის გაღრმავებას რასაც ყოველდღიურად როგორც ვხედავთ, ხელს უწყობს ხელისუფლების უაღრესად აგრესიულ და მისი მხარდამჭერების ორგანიზებული პროპაგანდა. პოლიტიკურ არასტაბილურობას შესაძლოა მოყვეს, გარე დესტაბილიზაცია. გარე ფაქტორებიდან გამომდინარე ამგვარი დესტაბილიზაციის საფრთხე იზრდება, როცა ქვეყანა პარტნიორებთან ურთიერთობების მაგივრად ირჩევს იზოლაციას რაც ახასიათებს დღევანდელ ხელისუფლებას.

 ამავე დროს საფრთხეა ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი რომელიც ყველა პარამეტრების მიხედვით კარზე გვადგას. როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი მე არ მაქვს უფლება, ეს დავუშვა. ამიტომ გარდაუვალ ღრმა კრიზისისგან გამოსავლის გზაა უნდა მოვძებნოთ.  ერთად უნდა შევთავაზოთ საზოგადოებას, პოლიტიკურ ძალებს და ჩვენ პარტნიორებს გეგმა რას ვთავაზობთ მათ. პირველი ცხადია არის ახალი არჩევნები.' - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics