23:10 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 18:10:57, 323 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე აზერბაიჯანის მოსახლეობის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრ საჰილ ბაბაევს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოსახლეობის შრომისა და სოციალური დაცვის  მინისტრ საჰილ ბაბაევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ორმხრივ შეხვედრაზე, რომელიც, ბაქოში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, საქართველო-აზერბაიჯანს შორის  პარტნიორობასა  და საერთო პროექტებზე ისაუბრეს. მხარეებმა, განიხილეს შრომისა და სოციალური დაცვის მიმართულებით მიმდინარე პროგრამები. ასევე, იმსჯელეს ერთობლივ სამომავლო გეგმებზე. 

"მინისტრთან ერთად, ორმხრივ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.

 მიხეილ სარჯველაძე, აზერბაიჯანის დედაქალაქში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში მონაწილეობს. ღონისძიების მიზანი კლიმატისადმი მედეგი მომავლისათვის, ადამიანთა განვითარებაში ინვესტიციების განხორციელების კარგი პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებაა.  

კონფერენციის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე, მონაწილეობას მიიღებს თემატურ  სესიებში, სადაც ჯანდაცვისა და შრომის მიმართულებით, მთავრობის ხედვებსა და მიმდინარე პროგრამებზე ისაუბრებს",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics