23:10 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 17:12:02, 348 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - აფხაზებმა რუსების კოლონიზატორული კანონის დაბლოკვით მთელი საქართველოს საქმე გააკეთეს

აფხაზებმა მთელი საქართველოს საქმე გააკეთეს რუსების კოლონიზატორული კანონის დაბლოკვით,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, არსებობს საფრთხე, რომ დემოკრატიულმა სამყარომ საქართველოს მთლიანობაში ზურგი შეაქციოს და მისი სიმპათიები აფხაზების მიმართ გადაიხაროს.

"აფხაზებმა მთელი საქართველოს საქმე გააკეთეს რუსების კოლონიზატორული კანონის დაბლოკვით.

რუსები პირველ რიგში დაცარიელებულ გალში, ოჩამჩირეში და გულრიფში აპირებდნენ ჩასახლებას.

თუმცა, აფხაზების გამარჯვებაში არის ერთი საფრთხე - თავისი წარმატებული ბრძოლით დასავლეთის სიმპათია მოიპოვონ და ეს უბრალოდ გვავალდებულებს, ჩვენი ბრძოლა დანარჩენ საქართველოში მივიყვანოთ გამარჯვებამდე.

წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ დემოკრატიულმა სამყარომ საქართველოს მთლიანობაში ზურგი შეაქციოს და მისი სიმპათიები აფხაზების მიმართ გადაიხაროს, თუნდაც ეს არ გვიტოვებს უკანდახევის შანსს",- წერს სააკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics