13:33 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-16 14:54:35, 382 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა სუს-ის განცხადებაზე - ვერ შეცვლის იმ მარცხს, რომელიც „ოცნებას“ არჩევნებზე ელოდება

ვერც ფარული ჩანაწერებით, ფაბრიკაციით, ცრუ ნარატივით, პირადობის ჩამორთმევის მცდელობით, ვერ შეცვლის იმ საარჩევნო მარცხს, რომელიც ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე ელოდება,- ასე გამოეხმაურა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) განცხადებას.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, "ქართულ ოცნებას" დღეს აქვს ნულოვანი ნდობა საზოგადოებაში და ქართველი ხალხი ჩამოყალიბებულია, რომ ქვეყანას ცვლილებები სჭირდება.

"ვერც ფარული ჩანაწერებით, ფაბრიკაციით, ცრუ ნარატივით, პირადობის ჩამორთმევის მცდელობით და ნებისმიერი სხვა წინასაარჩევნო ივანიშვილის ტერმინოლოგიით რომ ვისაუბროთ - "ტრიუკით", ივანიშვილი ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ ქართველ ხალხს გაკეთებული აქვს არჩევანი ევროპული კეთილდღეობისთვის, უარს ეტყვიან სიღატაკეს იზოლაციაში, რომელიც ივანიშვილის 12-წლიანმა მმართველობამ მოიტანა.

ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" დღეს აქვს ნულოვანი ნდობა საზოგადოებაში და ქართველი ხალხი ჩამოყალიბებულია, რომ ჩვენ გვჭირდება ცვლილებები იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ევროპული პერსპექტივა და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ევროპული კეთილდღეობის შანსი.

შესაბამისად, ნებისმიერი ყველა სხვა ხრიკი, იქნება ეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით თუ ფაბრიკაციით შექმნილი ჩანაწერები, პირადობების კონფისკაცია თუ სხვა, ვერ შეცვლის იმ საარჩევნო მარცხს, რომელიც ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე ელოდება",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, დღეს, 16 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში, ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალისფიცირებული ვიდეო და აუდიოჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავთობისა და გაზის კორპორაციაში გაცემულ 7 მილიონზე მეტი პრემიების საქმეს პროკურატურა იძიებს
საფრანგეთის ყოფილი პრემიერი გაბრიელ ატალი წიგნის En homme libre-ს გამოქვეყნების შემდეგ ჰომოფობიური თავდასხმების სამიზნე გახდა
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics