|
2024-10-15 21:36:39, 259 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართა
საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ზუგდიდში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართა. ირაკლი კობახიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „მოგესალმებით მეგრელებო, მოგესალმებით სვანებო, მოგესალმებით ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზესი მხარის - სამეგრელოს და ზემო სვანეთის შვილებს. მოგესალმებით აფხაზეთიდან დევნილებს, მივესალმები დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს. მინდა მივესალმო სამეგრელო-ზემო სვანეთის მოქმედ და მომავალ წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტში. სამეგრელო და სვანეთი გამოირჩევა თავისი ულამაზესი ბუნებით და უძვირფასესი კულტურული მემკვიდრეობით. სამეგრელო და სვანეთი ინახავს უამრავ საუნჯეს, რომელიც საქართველოს ეროვნულ, სარწმუნოებრივ და კულტურულ თვითმყოფადობას ქმნის. რაც მთავარია, სამეგრელო და სვანეთი გამოირჩევა განსაკუთრებული ღირსების მატარებელი და ნიჭიერი ადამიანებით, რომლებსაც ყოველთვის შეჰქონდათ განსაკუთრებული წვლილი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო განსაკუთრებული პატივისცემა თითოეული თქვენგანის მიმართ. 11 დღეში შედგება გადამწყვეტი არჩევნები, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ბედს. ეს არის რეფერენდუმი, რომელზეც ყველამ ერთად საბოლოოდ უნდა ვუთხრათ უარი ომს და ავირჩიოთ მშვიდობა, უნდა ვუთხრათ უარი ამორალურ პროპაგანდას და ავირჩიოთ ტრადიციული ფასეულობები, უნდა ვუთხრათ უარი ბნელ წარსულს და ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნის ნათელი, ევროპული მომავალი. საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ 2012 წლამდე საქართველოს მართავდა უსამშობლო პოლიტიკოსების, უცხოელი აგენტების ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც კლავდა და აწამებდა ადამიანებს, ძარცვავდა ბიზნესს, იტაცებდა ტელევიზიებს. ამ რეჟიმმა ჩართო ქვეყანა ომში 2008 წელს და დაგვაკარგვინა დროებით ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი. ამ ყველაფერთან ერთად, 2012 წლამდე ქვეყანაში იყო უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. ხალხს დაკარგული ჰქონდა ყოველგვარი იმედი, რომ ეს ვითარება რაიმეს ან ვინმეს შეიძლებოდა შეეცვალა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა პოლიტიკურ ცხოვრებაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის განვითარებაში დემოკრატიული გარდატეხა შეიტანა და საქართველო განვითარების სწორ გზაზე დააყენა. სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ყველა ის გარდამტეხი ცვლილება, რომელსაც საქართველომ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკის, ევროინტეგრაციის, უსაფრთხოების და მრავალი სხვა მიმართულებით მიაღწია. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამისათვის. 2012 წლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უზრუნველყო ქვეყნის ფუნდამენტური წინსვლა ყველა მიმართულებით:: ეს არის მხოლოდ არასრული ჩამონათვალი იმისა, რაც გავაკეთეთ გასული 12 წლის მანძილზე და რის გაკეთებასაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვგეგმავთ. რაც მთავარია, ყველამ უნდა გავიხსენოთ, რომ მშვიდობის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის წინსვლა და განვითარება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც საქართველოს ომი არ ჰქონია. ახლაც, „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა შეინარჩუნებს მშვიდობას და უზრუნველყოფს ნათელ მომავალს ქართველი ხალხისთვის. ჩვენი ქართული ოცნებაა საქართველოს გამთლიანება. ზუგდიდიდან რამდენიმე კილომეტრშია გამყოფი ხაზი, რომელიც ხელოვნურად გვაშორებს ჩვენს ისტორიულ მხარეს - აფხაზეთს. გამყოფი ხაზი ხელოვნურად გვაშორებს ადამიანებს, მათ შორის ჩვენ აფხაზ ძმებსა და დებს, რომლებიც ენგურს გაღმა ცხოვრობენ. დარწმუნებული ვარ, მალე დადგება ის დრო, როდესაც ყოველგვარი ხელოვნური დაბრკოლება მოიხსნება და ქართველები და აფხაზები ერთად ვიცხოვრებთ ერთიან და განუყოფელ ქართულ სახელმწიფოში, ერთად შევქმნით საქართველოს ნათელ მომავალს და ერთად გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბრის არჩევნებს. 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა დავდგეთ ერთად, რათა დავიცვათ მშვიდობა, ღირსება და კეთილდღეობა ჩვენი ქვეყნისთვის 26 ჩვენი დღეა და ოქტომბერი ჩვენი თვეა! 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და გაიმარჯვებს ქართული სახელმწიფო! ღმერთი ფარავდეს ამ ულამაზეს მხარეს და ღმერთი ფარავდეს საქართველოს!“,- განაცხადა კობახიძემ.
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)