|
2024-10-15 21:09:39, 244 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. შალვა პაპუაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „მოგესალმებით ისტორიული კოლხეთის უძველეს მიწაზე, ჭეშმარიტ საქართველოში, საიდანაც დაიწყო ჩვენი ისტორია, კულტურა, ჩვენი უნიკალური ცივილიზაცია, რომლის გაწყვეტა და განადგურება დღემდე ვერავინ შეძლო და ვერც ვერავინ შეძლებს, სანამ ქართული სული იარსებებს. მოგესალმებით მეგრელებსა და სვანებს, რომლებიც კავკასიის რეგიონის ყველაზე მაღალ და ყველაზე დაბალ მიწებს, მსოფლიო კულტურისა და მემკვიდრეობის უამრავ გამორჩეულ ძეგლს, ერთ რეგიონში აერთიანებთ. 23 გრძელი საუკუნე გვაშორებს იმ დღეს, როდესაც კოლხეთის ლეგენდარულმა ერისთავმა, ქუჯიმ, ჩაიფიქრა და მეფე ფარნავაზთან ერთად პირველად განახორციელა საერთო ქართული ოცნება - საქართველოს გაერთიანება. შედეგად, მსოფლიო ცივილიზაციას შეემატა ჩვენი უნიკალური კულტურა და ქვეყანა, რომელიც დღეს ჩვენი ისტორიული მისწრაფებების განხორციელების წინაშე დგას. მეგობრებო, ყველა, ვისაც თვალნი აქვს და დანახვა შეუძლია, კარგად ხედავს იმ წარმატებებს, რომლებსაც ქვეყანამ ბოლო 12 წელიწადში მიაღწია. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკურად ძლიერი საქართველოს საძირკველი ჩაყრილია და კედლებიც ამოყვანილია. დღეს ხალხისგან ხმას ითხოვს ოპოზიცია, რომლისგანაც პოლიტიკურად და ეკონომიკურად დანგრეული საქართველო ჩავიბარეთ. რაც არ უნდა გულში ჩაიხუტონ მათმა უცხოელმა მფარველებმა, ჩვენ ხომ კარგად ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, როგორი საქართველო დატოვეს მათ 2012 წელს. სამ მილიონ ნახევრიანი ქვეყანა, სადაც მილიონი ადამიანი უმუშევარი და ღარიბი იყო; ქვეყანა, რომელიც ეკონომიკური განვითარების ტემპით რეგიონშიც კი ჩამორჩენილი იყო; ქვეყანა, სადაც შექმნილი იყო ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც, ადამიანის წამებასა და ჩაგვრაზე იყო დაფუძნებული; ქვეყანა, რომელიც 2004 წელს ბეწვზე გადაურჩა ახალ ომს, 2008 წელს კი ომის ქარცეცხლში გახვიეს. ასეთი საქართველო ავაშენეთ სულ რამდენიმე წელში. ავაშენეთ იმიტომ, რომ განსხვავებით უსამშობლო ოპოზიციისგან ვმოქმედებთ თქვენი ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების საამებლად; ავაშენეთ იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ამოვაგდეთ მუდმივი ომების დაწყევლილი წრიდან, და აღარ ვაქციეთ სხვათა გეოპოლიტიკური თამაშების იარაღად; ავაშენეთ იმიტომ, რომ პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში დავაბრუნეთ - რწმენა, ტრადიცია, სამშობლო, სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესი - იდეალები, რომლებსაც ესწრაფოდა ჩვენი მშობლების თაობა. დავაბრუნეთ ყველა ის იდეალი, რის ჩანაცვლებასაც წლებია ცდილობენ. ცდილობენ, რომ სარწმუნოება ჩაგვინაცვლონ ფსევდო-იდეოლოგიებით, ტრადიცია - ტრენდით, სამშობლო - ტერიტორიით, სუვერენიტეტი - მორჩილებით, ეროვნული ინტერესი - სხვების მაამებლობით. გვრჩება კიდევ რამდენიმე წლის თავდაუზოგავი შრომა, მშვიდობიანი შრომა, იმისთვის, რომ საქართველო თავაწეული, ღირსეულად შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და არავინ შემოგვხედოს ისე, თითქოს საქმე სახვეწრად და დასამადლებლად გვქონოდეს ჩვენ, ჩვენი ქართველობით უნდა გავხდეთ ევროპელები - შეუძლებელია, ზვიად გამსახურდიას ამ იდეაზე უფრო მოკლედ, სხარტად და ღრმად გადმოიცეს ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ დღეს ახორციელებს. ოპოზიციის ევროპული გზა ფუნქციადაკარგული ერის და დანიშნულება გამოცლილი ქვეყნის გზაა, სადაც ჩვენი როლი მხოლოდ სხვათა დირექტივებზე დათანხმებაა. „ქართული ოცნების“ ევროპული გზა კი - ჩვენი ღირებულებების საფუძველზე, ღირსებით წინსვლა ოპოზიციის ევროპული გზა მოკლეზე გადაჭრილი გზაა, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების გარეშე, სადაც ქვეყნის გამთლიანება მეორეხარისხოვანია; „ქართული ოცნების“ ევროპული გზა კი მხოლოდ ერთიანი საქართველოს ევროპული გზაა. ამიტომ, მინდა, აქედან მივმართო აფხაზებსაც და ვუთხრა მათ, რომ ჩვენი ერების გადარჩენის და სიძლიერის გზა მხოლოდ საქართველოს ერთიანობაზე გადის. წინ 26 ოქტომბერია, დღე როცა უნდა გადაწყდეს რომელ გზას ადგება ჩვენი ქვეყანა - დანაწევრებული, მორჩილი საქართველოს გზას, რომლისგანაც მხოლოდ მითითებების შესრულებას ელიან, თუ ერთიანი, წარმატებული, ამაყი საქართველოს გზას, რომელსაც როგორც თანასწორს ისე ელიან. ეს მხარე ვლაქერნის ღვთისმშობლის და უშგულის ლამარიას მხარეა. ეს მხარე ღვთისმშობლის კვართის მცველთა მხარეა. ეს მხარე ქართული ცივილიზაციის აკვანია. ამიტომ, 26 ოქტომბერს აქ უნდა ითქვას მთავარი სიტყვა საქართველოს ისტორიის ღირსეულად გასაგრძელებლად, რათა მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და მხოლოდ კეთილდღეობით ვიაროთ ევროპისკენ. გაუმარჯოს სამეგრელოს, გაუმარჯოს სვანეთს, გაუმარჯოს ერთიან საქართველოს! გვფარავდეს ვლაქერნის ღვთისმშობლის და უშგულის ლამარიას მადლი!“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)