|
2024-10-15 11:17:09, 404 ნახვა
პოლიტიკა
ელისაშვილი კალაძეზე - ვინ ეკითხება გერმანიის პოლიტიკას?! - წადი, მილებს მიხედე, კანალიზაცია და სანიაღვრე ერთმანეთზეა დაერთებული
ენას კბილი დააჭიროს,- ასე ეხმაურება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას. როგორც ელისაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, კალაძემ დედაქალაქში არსებული პრობლემები უნდა მოაგვაროს. "თბილისის მერი ხელფასს იღებს იმისთვის, რომ თბილისის პრობლემები მოაგვაროს. საგარეო საქმეთა მინისტრად კი არ აგვირჩევია და მით უმეტეს, იმისთვის კი არ აგვირჩევია, რომ წაიგდოს ენა და იტლიკინოს აქეთ-იქით. ვინ ეკითხება მაგას ან გერმანიის პოლიტიკას, ან ევროკავშირის პოლიტიკას?! წადი რა, მილებს მიხედე და იმას მიხედე, რომ სანიაღვრე არ არის არსად და კანალიზაცია და სანიაღვრე ერთმანეთზეა დაერთებული. ჰოდა, ენას კბილი დააჭიროს",- ამბობს ალეკო ელისაშვილი. შეგახსენებთ, გუშინ, 14 ოქტომბერს თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანა ლიურმანს "კუბილიუსი კაბაში" უწოდა მას შემდეგ, რაც გერმანელმა მაღალი თანამდებობის პირმა განაცხადა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუმცა "ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, რომელიც ევროკავშირისკენ ამ გზას დაბრკოლებებს უქმნის". აღნიშნულის შემდეგ, საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, სავარაუდოდ, დედაქალაქის მერის განცხადებას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა".
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)