|
2024-10-13 11:27:49, 416 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი ხეჩუაშვილზე - ადამიანი, რომელსაც გარანტირებულად 18-წლიანი ციხე ემუქრება, ქვეყანაში შედის ჩუმად და რისკავს თავისუფლებას, ე.ი. რაღაცად უღირდა ეს რისკი
ამ ადამიანის წინააღმდეგ 18-წლიანი სასჯელი აქვს გამოტანილი სასამართლოს და ეს ადამიანი ტყე-ტყე აპირებდა შემოსვლას საქართველოში და აქაც იმარჯვა ჩვენმა უსაფრთხოების სისტემამ, სასაზღვრო პოლიციამ და იგი დააკავა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდადებულ დარჩო ხეჩუაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ საუბრისას განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „როდესაც ადამიანი საკუთარი თავისუფლების რისკის ფასად შედის კონკრეტულ ქვეყანაში, ესე იგი, მას ეს რისკი უღირს, რაც დადასტურდა ხეჩუაშვილის პირველი ჩვენებით, რომელშიც მან მიხეილ სააკაშვილთან ერთად გია ლორთქიფანიძეც ახსენა". „წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელსაც გარანტირებულად 18-წლიანი ციხე ემუქრება „იქს“ ქვეყანაში, შედის ჩუმად ამ "იქს" ქვეყანაში და რისკავს საკუთარ თავისუფლებას 18 წლიან ციხეზე და ამ რისკმა რომ არ გაამართლა, გამოჩნდა კიდევაც. ე.ი, რაღაცად უღირდა ეს რისკი. მასთან იყო ან რაღაც გარიგება, ან დავალება, რომ უღირდა 18-წლიან ციხედ და ასეც არის. ვნახეთ, რომ პირველი ჩვენება მან უკვე მისცა, რომ, თავის დროზე, არჩევნებამდე 3 დღით ადრე, როდესაც მოხდა თავდასხმა ერთ-ერთ პოლიტიკოსზე, ამ პოლიტიკოსზე თვალთვალი მას ნაბრძანები ჰქონდა მიხეილ სააკაშვილისგან.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)