16:48 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-13 11:24:19, 339 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ჩვენზე კარგად კვლევებზე თავად ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ, რომ ეს არის კეზერაშვილის, გვარამიას, სააკაშვილის, ხაზარაძის ოცნებები - ეს ოცნებები უკან დარჩებათ

ჩვენ ახლა განსაკუთრებული მდგომარეობა გვაქვს, რომ არც კი გვიწევს ფაქტობრივად ამ ე.წ. კვლევებზე საუბარი და მათი უარყოფა, თავად ოპოზიცია ამხელს ერთმანეთს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „მთავარი არხის“ კვლევებთან დაკავშირებით ისაუბრა. 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, „ოპოზიცია თავად ამხელს ერთმანეთს, როდესაც მათ მიერ ჩატარებულ კვლევებს ვხედავთ". 

„აქ ჩვენს სამუშაოს თავად ოპოზიცია აკეთებს და ამხელს ერთმანეთს. ვხედავთ, რომ როცა ეს არის კეზერაშვილის მართულ ტელევიზიაში, მაშინ „ნაციონალური მოძრაობაა“ წინ, როცა ეს არის ნიკა გვარამიას მართულ ტელევიზიაში, მაშინ ნიკა გვარამია არის წინ. სასაცილოა, ასე არასერიოზულადაც ხომ არ უნდა მოექცნენ საკუთარ საზოგადოებას. ასე რომ, ჩვენზე კარგად ამ კვლევებზე საუბრობენ თავად ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ ეს არის ხან კეზერაშვილის ოცნებები, ხან გვარამიას ოცნებები, ხან სააკაშვილი, ხან ხაზარაძის ოცნებები. ეს ოცნებები დარჩებათ მათ უკან 26 ოქტომბერს, როდესაც ქართველი ხალხი უკვე მერამდენეჯერ რეალობის სარკეში ჩაახედებს მთლიანად ოპოზიციას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics