|
2024-10-11 20:37:55, 370 ნახვა
პოლიტიკა
„წინასაარჩევნო კამპანიის გზავნილები მეტად პოლარიზებულ რიტორიკას იყენებს“ - ეუთო/ოდირი ანგარიშს აქვეყნებს
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. 14 გვერდიან ანგარიშში 11 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე პერიოდია მიმოხილული. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საარჩევნო კოდექსში 20-ზე მეტი ცვლილება შევიდა, რომლითაც "ოდირის" რამდენიმე წინა რეკომენდაციაა გათვალისწინებული, თუმცა რამდენიმე რეკომენდაცია კვლავ შეუსრულებელი რჩება. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ დღემდე დაიცვა ყველა კანონიერი ვადა, ჩაატარა ტრენინგები სხვადასხვა დაინტერესებული მხარისთვის და წამოიწყო ამომრჩეველთა ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია. "ოდირის" სადამკვირვებლო მისიის ბევრმა თანამოსაუბრემ გამოხატა ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის ტექნიკური და ორგანიზაციული შესაძლებლობების მიმართ, მაგრამ "ოდირის" სადამკვირვებლო მისიის ზოგიერთმა თანამოსაუბრემ გამოთქვა შეშფოთება, რომ ცესკო-ს გადაწყვეტილების მიღების გამარტივებულმა პროცესმა, ოპოზიციის მიერ დანიშნული თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებამ და მისი წევრების დანიშვნის ახალმა მეთოდმა შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობაზე",- აღნიშნულია ანგარიშში. დოკუმენტი ასევე მოიცავს საარჩევნო პროცესში ელექტრონული სისტემების გამოყენების საკითხსაც და ანგარიშში აღნიშნულია, რომ სადამკვირვებლო მისიის უმეტეს თანამოსაუბრეს არ გამოუთქვამს მნიშვნელოვანი შეშფოთება ამომრჩეველთა სიების ინკლუზიურობასთან დაკავშირებით, თუმცა ზოგიერთმა აღნიშნა უზუსტობები. "დაახლოებით 3.4 მილიონი რეგისტრირებული ამომრჩეველია. ცესკო-მ ამომრჩეველთა რეგისტრაციის ინფორმაციის შესამოწმებლად და შესწორებების მოთხოვნისთვის რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, როგორც პირადად, ისე ონლაინ. "ოდირის" სადამკვირვებლო მისიის უმეტეს თანამოსაუბრეს არ გამოუთქვამს მნიშვნელოვანი შეშფოთება ამომრჩეველთა სიების ინკლუზიურობასთან დაკავშირებით, თუმცა ზოგიერთმა აღნიშნა უზუსტობები, რომლებიც ძირითადად გამოწვეულია სიაში გარდაცვლილი ამომრჩევლებისა და საზღვარგარეთ დე ფაქტო მცხოვრები მოქალაქეების პოტენციური არსებობით",- ნათქვამია დოკუმენტში. დოკუმენტში მიმოხილულია პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიები და აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის გზავნილები, რომელზეც აქამდე განხორციელდა დაკვირვება, მეტად პოლარიზებულ რიტორიკას იყენებს. „წინასაარჩევნო კამპანიის გზავნილები, რომელზეც აქამდე განხორციელდა დაკვირვება, იყენებს მეტად პოლარიზებულ რიტორიკას. მმართველმა პარტიამ არჩევნები წარმოადგინა როგორც არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის, ხოლო ოპოზიციური პარტიების უმეტესობა არჩევნებს წარმოაჩენს როგორც რეფერენდუმს ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციაზე. "ოდირის" სადამკვირვებლო მისიის ზოგიერთმა თანამოსაუბრემ გამოთქვა შეშფოთება დაშინების ტაქტიკასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის მხარდამჭერებისა და სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, რომელიც სავარაუდოდ, მიმართული იყო მათი წინასაარჩევნო აქტივობებისა და ასევე ამომრჩევლების წინააღმდეგ. სიტყვიერი თავდასხმების, საარჩევნო მასალების განადგურებისა და ფიზიკური დაპირისპირების იზოლირებული შემთხვევები დაფიქსირდა როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების მხრიდან. არსებული რეგულაციების მიუხედავად, "ოდირის" სადამკვირვებლო მისიის რამდენიმე თანამოსაუბრემ ხაზი გაუსვა ხარვეზებს კანონმდებლობასა და მის განხორციელებაში ადმინისტრაციული რესურსების პოტენციურ ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით",- ნათქვამია დოკუმენტში.
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)