|
2024-10-11 14:20:25, 378 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე თარგამაძის მკვლელობის მცდელობაზე - ესეც, სავარაუდოდ, რევოლუციური სცენარის განხორციელებისთვის სჭირდებოდათ
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმის ახალ გარემოებებთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის განცხადებას ეხმაურება და ვარაუდობს, რომ „ეს საქმეც ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განხორციელებისთვის სჭირდებოდათ". მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი „ბოროტი და საშიში ძალაა". „თუ არ ვცდები, ერთ-ერთი არჩევნების წინ მოხდა აღნიშნული ფაქტი, როდესაც ააფეთქეს გივი თარგამაძის ავტომობილი. ესეც, სავარაუდოდ, სჭირდებოდათ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსაყენებლად, დაპირისპირებისა და რევოლუციური სცენარის განხორციელებისთვის. სავარაუდოდ, დიდი ალბათობით, ამ მიზნისთვის შემოდიოდა ეს ადამიანი, რომ რამე ბოროტება ჩაედინა. სააკაშვილი ვინ არის, მისი თანაგუნდელები ვინ არიან, ეს რამხელა ბოროტი და საშიში ძალაა ქვეყნისთვის და ქართველი ხალხისთვის, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. თქვენ ხედავთ, არჩევნები როგორ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენ გვაქვს უდიდეს ბოროტებასთან საქმე. ყველაფერზე წამსვლელები არიან, ყველაფერს იკადრებენ, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ვინმე გააუბედურონ, რომ შემდეგ ეს პროცესი გამოიყენონ ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ერთ მხარეს არის ძალა, რომელიც არის ბოროტი და ყველაზე ბინძური ადამიანებით დაკომპლექტებული“,- თქვა კალაძემ.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)