20:38 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-11 11:29:22, 543 ნახვა

საზოგადოება
„პარტნიორი“ - 2024“ ფარგლებში საჩვენებელი სწავლება ჩატარდა

უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი 2024“-ის ფარგლებში, ხელვაჩაურში საჩვენებელი  სწავლება      ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციასა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, სწავლების კრიზისების მართვის სიმულაციური სცენარი წყალდიდობაზე რეაგირებას ითვალისწინებდა. 

„ეროვნული გვარდიის რეზერვისტებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა კრიზისის რაიონის იზოლირება, წყალამრიდი კედლის მოწყობა, მდინარის მონიტორინგი, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისა და კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების ევაკუაცია განახორციელეს. 

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით, „პარტნიორი-2024“ ხელვაჩაურისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში ტარდება. სწავლება მიზნად ისახავს კრიზისული სიტუაციებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს, ეროვნული გვარდიის თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ერთეულებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მოქმედებების დახვეწას. 

„პარტნიორი-2024“-ში მონაწილეობენ თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის, სპეციალური ოპერაციების, სამხედრო პოლიციის სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლები. წვრთნებში ჩართულია შინაგან საქმეთა, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამისი სამსახურები. უწყებათაშორისი სწავლების მხარდამჭერები არიან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. 

სწავლებაში დამკვირვებლის სტატუსით ჩართულები არიან პოლონეთის ტერიტორიული თავდაცვის ძალებისა და ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მოხალისეთა ძალების, ასევე, აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODჩ) წარმომადგენლები”, - აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics