08:08 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-11 19:32:58, 395 ნახვა

საზოგადოება
პაატა კვიჟინაძე - საპენსიო სისტემა არის ძალიან კარგი და წარმატებული

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონზე ჟურნალისტებთან საუბრობს. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

კვიჟინაძე აცხადებს, რომ თავიდან ეს კანონი ევროკავშირის დახმარებით 2018 წელს იქნა მიღებული. 

„ეს კანონი მივიღეთ 2018 წელს. ჩვენ ერთის მხრივ ვალდებულება გვქონდა ევროკავშირთან და მეორეს მხრივ, ევროკავშირი ძალიან მოგვეხმარა ამ კანონის მიღებაში. სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდით. მსოფლიო ბანკის ექსპერტები გვახლდნენ და მივიღეთ ერთ-ერთი საუკეთესო კანონი ევროპაში და ამას ყველა აღიარებს. ამას ამტკიცებს ისიც, რომ ხალხი გვენდო და იმაზე მეტი შემოვიდა საპენსიო სააგენტოში, ვიდრე ველოდით“,-აღნიშნა კვიჟინაძემ. 

კვიჟინაძე დეტალურად ხსნის დაგროვებითი პენსიის მუშაობის სტრუქტურას და აცხადებს, რომ ეს სისტემა არის ძალიან კარგი და წარმატებული.

„წარმოვიდგინოთ, 2 პროცენტს იხდის თვითონ პიროვნება, პირობითად ეს არის 100 ლარი, 100 ლარს გიხდის დამატებით დამსაქმებელი და კიდევ 100 ლარს გიხდის სახელმწიფო. ის 100 ლარი ავტომატურად ხდება 300 ლარი და შემდეგ ეს თანხა გამოიმუშავებს კიდევ თანხას.  მაგალითად, 5 მილიარდი რომელიც არის სააგენტოს ანგარიშზე, მილიარდ ორასი მილიონი ამონაგებია. ამიტომ, ეს სისტემა არის ძალიან კარგი და წარმატებული. აქვე გეტყვით, რომ ოპოზიციას 2018 წელსაც არ დაუჭერია მხარი და რასაც ახლა ამბობენ გაამრავლეთ ათზე და იგივეს საუბრობდნენ მაშინაც რომ დაიქცევა, დაიკარგება და ა.შ. არაფერიც არ მომხდარა. ხედავთ, რომ ვითარდება და ყველაფერი კარგად მიდის“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics