|
2024-06-11 11:35:26, 330 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის სოციალური ხელშეწყობის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებს, უწყებაში დასაქმებულ სამოქალაქო პირებსა და მათი ოჯახის წევრებს ახალ სოციალური სახის შეღავათებს სთავაზობს - კულტურულ-შემეცნებითი განვითარების ხელშეწყობის, საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, თავდაცვის სამინისტრომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრთან, მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიასთან, მწერალთა სახლთან, უნივერსალური ცოდნის აკადემიასთან UNIKO, საფეხბურთო აკადემიასთან „უშბა“, რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნულ ცენტრთან, ფენიქს ცენტრთან და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრთან „კინეზი“. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დოკუმენტებს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოაწერეს. "მემორანდუმების ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებს, უწყებაში დასაქმებულ სამოქალაქო პირებსა და მათი ოჯახის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ შეთავაზებულ სერვისებზე შეღავათიანი პირობებით ისარგებლონ. სამოქალაქო სექტორთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ინიციატივით გაფორმდა. თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეების, უწყებაში დასაქმებულ სამოქალაქო პირების და მათი ოჯახის წევრების სოციალური ხელშეწყობის მიზნით ასევე, აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან. აღნიშნული მიმართულებით კომპანიებთან მოლაპარაკებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც მომავალშიც გაგრძელდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)