|
2024-06-10 15:26:57, 283 ნახვა
საზოგადოება
გლდანის გამგეობამ საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება გამართა
გლდანის რაიონის გამგეობამ საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება „გააცოცხლე საქართველოს ისტორია - გააერთიანე საქართველო“ გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს. გამგეობის ცნობით, ღონისძიება ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა, სადაც მონაწილეობა, გლდანის რაიონში მდებარე 22 საჯარო სკოლის IX, X და XI კლასის 144 - მა მოსწავლემ მიიღო. „აქტივობები ღია ცისქვეშ მიმდინარეობდა. თამაშისთვის შექმნილ რუკაზე აღნიშნული იყო ის ადგილები, სადაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ბრძოლები გაიმართა. მონაწილეებმა მათთან დაკავშირებული ფიზიკური და ინტელექტუალური დავალებები შეასრულეს. გამარჯვება N175 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. ღონისძიებას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე დაესწრო”, - აღნიშნულია გამგეობის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)