|
2024-05-09 01:27:14, 673 ნახვა
სამართალი
გია ჯაფარიძე და დიმიტრი ჩიქოვანი მრავალრიცხოვანი ტრამვებით კლინიკაში რჩებიან
ქალა ტვინის ტრამვა და ნახეთქი ჭრილობა თავის არეში, სავარაუდოდ დღეს სამკურნალოდ დარჩევა კლინიკაში -ამის შესახებ ჟურნალისტებს გია ჯაფარიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კლინიკის ექიმმა განუცხადა. . "[ჯაფარიძის] ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება დაკვირვების ქვეშ. უტარდება კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. ამ ეტაპზე სტაბილურია მისი ზოგადი მდგომარეობა. ქალა-ტვინის ტრავმა არის, ნახეთქი ჭრილობა, თავის არეში, ძირითადად სახისა და თავის არეში. დღეს უტარდება კვლევები და სავარაუდოდ, დარჩება ჩვენთან მკურნალობის გაგრძელების მიზნით. [მდგომარეობა] სტაბილურია, მაგრამ საყურადღებოა ამ შემთხვევაში. - აცხადებს მკურნალი ექიმი. .ექიმის თქმით, დიმიტრი ჩიქოვანს ქალა-ტვინის ტრავმა აღენიშნება და შესაბამისი კვლევები უტარდება. პაციენტს [ჩიქოვანს] ჩაუტარდა კვლევები, ინსტრუმენტარული კვლევები. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა საყურადღებო არის. პაციენტი დარჩება მკურნალობის გაგრძელების მიზნით ჩვენს კლინიკაში. დაზიანება არის სახისა და თავის არეში, მრავლობითი ექსკორიაციები. აქ არის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, ექსკორიაციები მრავლობითი, ჭრილობები არ არის," - განაცხადა ექიმმა.
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)