2024-03-04 19:47:18, 1311 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის პრემიერი - უკრაინის ბაზარი მილიონზე მეტი დრონის წარმოებისთვის მზად არის
უკრაინის ბიზნესი და ბაზარი მზადაა მილიონზე მეტი დრონის წარმოებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
როგორც ტუსკი აღნიშნავს, აღნიშნულისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან დაახლოებით 40 მილიარდი გრივნა გამოიყო.
"2024 წელს, საკუთარი იარაღის წარმოების გასაძლიერებლად ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. პრეზიდენტმა მიზნად 1 მილიონი დრონი დაისახა. უკრაინის ბიზნესი და ბაზარი მზადაა მილიონზე მეტი დრონის წარმოებისთვის", - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,