2024-03-02 16:23:41, 1247 ნახვა
ომი უკრაინაში
ოდესაში 3 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა - თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა
ოდესაში, რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რუსეთის საჰაერო იერიშებს ემსხვერპლა 3 წლის ბავშვიც, რომლის ცხედარიც სახლის ნანგრევებში იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 8 ადამიანი. ამჟამად ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,