10:56 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-25 23:41:45, 1218 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი: ომში უკრაინის შეიარაღებული ძალების 31 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

ვლადიმერ ზელენსკიმ ფორუმზე „უკრაინა. 2024 წელი" უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგების რაოდენობა დაასახელა. მისი თქმით, ომში 31 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამავდროულად, მისი ინფორმაციით, ბრძოლაში დაიღუპა რუსეთის შეიარაღებული ძალების 180 ათასი სამხედრო მოსამსახურე  და დაჭრილებთან ერთად ეს მაჩვენებელი დაახლოებით 500 ათასი ადამიანია.

მანამდე უკრაინული მხარე ოფიციალურად არ აქვეყნებდა დაღუპულთა რიცხვს სამხედრო საიდუმლოების მოტივით. 23 თებერვალს ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა“ და უკრაინელი და რუსი სამხედროების დაღუპულთა სავარაუდო თანაფარდობა არის ერთი ხუთამდე. 2022 წელს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ომში უკრაინის შეიარაღებული ძალების დაახლოებით 9 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

Mediazona-სა და Meduza-ს მიერ ადრე გამოქვეყნებული გაანგარიშებით, ომში შეიძლებოდა დაღუპულიყო დაახლოებით 75 ათასი რუსი სამხედრო, ხოლო ნეკროლოგის მონაცემებით, ცნობილია, რომ დაიღუპა რუსეთის შეიარაღებული ძალების თითქმის 45 ათასი სამხედრო მოსამსახურე. 75 ათასი არის სტატისტიკური შეფასება, მაგრამ რეალური რიცხვი შეიძლება იყოს 66-დან 88 ათას ადამიანამდე. ეს მონაცემები აქტუალური იყო 2024 წლის 1 იანვრისთვის. ამ ციფრებში არ შედის როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან მობილიზებული, ისე უგზო-უკვლოდ დაკარგულების დანაკარგები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics