2024-02-15 23:37:14, 1180 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსულმა ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს - არის მსხვერპლი
რუსული ძალების მიერ ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
როგორც სინეგუბოვი აღნიშნავს, მომხდარის შედეგად სულ მცირე ორი მშვიდობიანი მოქალაქე - მამაკაცი და მისი ცოლი დაიღუპა.
"ვილხუვაცკა ჰრომადას დასახლებაში შემოვიდა მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის ორი სისტემა. ჩაწერილია, როგორ დაეჯახა მანქანას: სულ მცირე ორი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე - მამაკაცი და მისი ცოლი", - ნათქვამია ხარკოვის ოლქის განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,