2024-02-15 11:44:06, 1180 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 26 რაკეტიდან 13 ჩამოვაგდეთ
უკრაინამ, 15 თებერვლის ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული 26 რაკეტიდან 13 გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს.
საჰაერო ძალების ცნობით, რაკეტები სხვადასხვა ტიპის იყო: 12 - Kh-101/Kh-555/Kh-55-ის ტიპის ფრთოსანი; 6 ისკანდერ-მ/KN-23-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა; 2 ფრთოსანი რაკეტა "კალიბრი"; 4 X-59-ის ტიპის მართვადი თვითმფრინავის რაკეტა და 2 საზენიტო მართვადი რაკეტა S-300.
"საჰაერო ძალების ძალისხმევით და საჰაერო თავდაცვასთან თავდაცვის ძალების თანამშრომლობით, განადგურდა 13 სხვდასხვა ტიპის რაკეტა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,