2024-02-14 11:06:04, 1223 ნახვა
ომი უკრაინაში
Украинская правда - უკრაინელმა სამხედროებმა შავ ზღვაში რუსეთის სადესანტო გემი ჩაძირეს [ვიდეო]
უკრაინელმა სამხედროებმა შავ ზღვაში რუსული სადესანტო გემი "ცეზარ კუნიკოვი" ჩაძირეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Украинская правда უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ იყო დაგეგმილი და დრონების მეშვეობით განხორციელდა.
მომხდართან დაკავშირებით უკრაინისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროებს ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ.
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ცნობით, "ცეზარ კუნიკოვის" სიგრძე 112, ხოლო სიგანე 15 მეტრია. ეკიპაჟი 87 ადამიანს შეადგენს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,