2024-02-13 21:36:45, 1183 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა ხერსონის რაიონი დღეს უკვე მესამედ დაბომბეს - არიან დაშავებულები
რუსებმა ხერსონის რაიონი დღეს უკვე მესამედ დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის ოლქის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ცნობით, მომხდარის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.
"სოფელი მიხაილივკა მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა. დაბომბვის დროს ეზოში მყოფი ორი ადამიანი დაშავდა. ისინი აფეთქებისა და ნამსხვრევებისგან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს", - აცხადებენ ხერსონის ოლქში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,