|
2023-10-23 18:51:24, 1010 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - ჩინეთთან თანამშრომლობის პოტენციალი ძალიან დიდია
ჩინეთში, საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის სხდომის ფარგლებში, ვისაუბრეთ კონკრეტულ მიმართულებებზე, სტრატეგიულ პროექტებზე, მათ შორის დაკავშირებადობაზე. აღსანიშნავია, რომ ჩინეთთან თანამშრომლობის პოტენციალი ძალიან დიდია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის თქმით, ჩინეთში პირველად გაჟღერდა, რომ ტრანსკასპიური დერეფანი საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. „ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც უმაღლესი პირების მხრიდან იყო გაჟღერებული. ამაზე საუბრობდა ჩინეთის პრეზიდენტიც. შესაბამისად, ჩინეთის ბიზნესისა და ჩინეთის სამთავრობო წრეების მხრიდან ამ დერეფნის განვითარებით დაინტერესება ძალიან დიდია. საქართველოსთვის ეს მეტი შესაძლებლობაა, რომ განვავითაროთ სატრანსპორტო ლოგისტიკური კავშირები, მეტი შემოსავალი მივიღოთ ეკონომიკაში. პრიორიტეტები უნდა გადაითარგმნოს კონკრეტულ შედეგებში. კარგია და დამაიმედებელია ისიც, რომ ამ თანამშრომლობას მხარს უბამს დერეფნის მონაწილე სხვა ქვეყნებიც - ყაზახეთი, აზერბაიჯანი და სხვა", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მისივე თქმით, კომისიაზე განხილული იყო თანამშრომლობა ტურიზმის სექტორშიც, რომელიც ძალიან დინამიკურად შეიძლება განვითარდეს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ ვიზების გაუქმების შესახებ მიიღო, ძალიან პოზიტიურად არის აღქმული და შედეგებშიც უკვე აისახა. „დღეს არსებული ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩინეთთან, თუმცა იცით, რომ კომპლექსურად, თუ ჩინეთის ქალაქებთან მეტი პირდაპირი ხაზი გვექნება, დარწმუნებულები ვართ, რომ რეალური მგზავრთნაკადის გენერირება და ტურიზმში მნიშვნელოვანი შედეგები შეიძლება მივიღოთ. მაგრამ ეს არის პოზიტიური განწყობა. იმაზეც ისაუბრეს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ვიზების გაუქმება სარკისებურად განიხილება, რისი იმედიც ჩინეთის მთავრობის მხრიდან მაქვს. ეს სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის. ასე რომ, კომისიის მუშაობა ძალიან პოზიტიური იყო და მომდევნო წლებშიც რეგულარული კომისიის ჩატარება დაიგეგმა, იმისთვის, რომ ის აქტუალური საკითხები, რომლების იდენტიფიცირებაც მოვახდინეთ, რეალურად ეფექტურად სრულდებოდეს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)