04:48 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-23 15:57:00, 871 ნახვა

ეკონომიკა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - 9 თვეში საქართველოში 5.6 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-სექტემბრის თვის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

აღნიშნული მონაცემების თანახმად, 2023 წლის I-III  კვარტალში საქართველოში 5 566 980 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 76.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი, ზრდა +43%-ია.

"9 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  3 655 576 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემის 91.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით ზრდა +35.2%-ია. 

2023 წლის III  კვარტლის მდგომარეობით 2 706 863 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 80.2% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით ზრდა +19.4%-ს შეადგენს. 

2023 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 1 725 093 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც  2019 წლის მონაცემის 92.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +15.4%-ია. 

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს",- ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics