|
2023-10-23 12:22:24, 1124 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატის მონაცემებით, თბილისში უძრავი ქონება გაძვირდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 5.5%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 15.6% შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 35.9-ით არის გაზრდილი. "RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს. 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (5.2%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (6.2%). 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 15.7%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 13.4%-ით.. ბინების სეგმენტში ერთ კვადრატულ მეტრზე ფასები ასე ნაწილდება: მთაწმინდა - 5 314 ლარი; ვაკე - 4 756 ლარი; საბურთალო - 3 652 ლარი; ჩუღურეთი - 3 518 ლარი; კრწანისი - 3 427 ლარი; დიდუბე - 3 287 ლარი; ნაძალადევი - 3 201 ლარი; გლდანი - 3 129 ლარი; ისანი - 3 119 ლარი; სამგორი - 2 892 ლარი. რაც შეეხება კერძო სახლების სეგმენტს, ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება უბნების მოხედვით ასე გამოიყურება: მთაწმინდა - 4 049 ლარი; ვაკე - 3 511 ლარი; საბურთალო - 2 890 ლარი; დიდუბე - 2 868 ლარი; ჩუღურეთი - 2 656 ლარი; ისანი - 2 509 ლარი; ნაძალადევი - 2 268 ლარი; კრწანისი - 2 265 ლარი; სამგორი - 1 219 ლარი; გლდანი - 2 192 ლარი", - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)