04:51 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-20 18:03:20, 866 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით რძის ინდუსტრიის განვითარების მიზნით მესაქონლეობის ექსპო 2023 გაიმართება

„საქართველოს ბანკი“ აგრო მიმართულების განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, 22 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ არსებულ იპოდრომზე, მესაქონლეობის ექსპო 2023 გაიმართება.

ღონისძიების მიზანი რძის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა და ექსპორტის მხარდაჭერაა. ის ასევე კარგი შესაძლებლობაა სფეროს სპეციალისტები და ფერმერები ერთმანეთს დააკავშიროს.

ექსპოს ფარგლებში გაიმართება კონკურსი და სასოფლო - სამეურნეო და სასურსათო პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა. ღონისძიებაში მონაწილეობას 25 - მდე ფერმერი და 50-ზე მეტი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გადამამუშავებელი, სასოფლო - სამეურნეო საშუალებებისა და აგრო სერვისების მიმწოდებლები და სხვა კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას.

ცნობისთვის, მესაქონლეობის ექსპო ხორციელდება საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციის და შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის ორგანიზებით. ღონისძიების პარტნიორია პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში’’, რომელსაც ახორციელებს Land O’Lakes Venture37 და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics