21:48 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-20 14:06:51, 817 ნახვა

რეგიონი
ქედის მერია, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებსა და გრანტის მქონე სტუდენტებს ერთჯერად ფინანსურ ჯილდოს გადასცემს

ქედის მუნიციპალიტეტის მერია, საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსან კურსდამთავრებულებს, ასევე ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული 100%, 70% და 50%-იანი გრანტის მქონე სტუდენტებს ერთჯერად ფინანსურ ჯილდოს გადასცემს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ქედის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ წარმატებულ სტუდენტთა, ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, წარმატებული 28 კურსდამთავრებულიდან, 24 - მა მოსწავლემ ოქროს, ხოლო 4-მა მოსწავლემ ვერცხლის  მედალი მოიპოვა, რომლებსაც მერია 500 და 300 ლარის ერთჯერად ფულად ჯილდოს გადასცემს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის თქვენი ცოდნა და უნარები, რომლებსაც სკოლასა თუ უნივერსიტეტში იძენთ, რაც დაგეხმარებათ მომავალში თვითრეალიზაციაში და მაღალკვალიფიცირებულ სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში.

გისურვებთ ნაყოფიერ და წარმატებულ სტუდენტურ წლებს“,- აღნიშნა შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ.

მათივე ცნობით, ასევე აღსანიშნავია, რომ ქედის მუნიციპალიტეტიდან წელს 127  აბიტურიენტი აბარებდა ერთიან ეროვნულ გამოცდებს, მათგან უმაღლეს სასწავლებლებში 123 ახალგაზრდა ჩაირიცხა, ხოლო გრანტი 8 სტუდენტმა მოიპოვა, რომლებსაც პროგრამის ფარგლებში 1000, 700 და 500 ლარის ფულად ჯილდოს გადაეცემათ.

„მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძესთან, რესურსცენტრის უფროსს დურმიშხან შავიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსს ეკატერინე ქაჯაიასთან ერთად ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს და უმაღლეს სასწავლებლებში საუკეთესო შედეგებით ჩარიცხულ სტუდენტებს შეხვდა“,- აღნიშნულია ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
ირანმა ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შესახებ განაცხადა და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics