|
2023-09-19 23:03:00, 573 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება
მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და პოლიტიკური ჯგუფების მიერ გაკეთებულ განცხადებებს იმის შესახებ, რომ „ოთარ ფარცხალაძე მართავს და აკონტროლებს ფინანსთა სამინისტროს სამსახურებს და უზრუნველყოფს სანქცირებული ტვირთების შეუფერხებლად გადაადგილებას". განცხადებას უცვლელად გთავაზობთ : "საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სწორედ ეს პოლიტიკური ჯგუფი და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები, წელიწადზე მეტია, მიზანმიმართულად აზიანებენ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს და შეგნებულად, ჩრდილს აყენებენ ქვეყნის რეპუტაციას, დაუსაბუთებლად ამტკიცებენ რა, რომ საქართველო არღვევს საერთაშორისო სანქციებს. ფინანსთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ საქართველო ეფექტურად განაგრძობს საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. სამინისტროს ყველა შესაბამის სამსახურს, აქვს მუდმივი კონსულტაციები ჩვენი პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან. საქართველოს წარმატებული მუშაობა სანქციების აღსრულების მიმართულებით, აღიარებულია ყველა პარტნიორი ქვეყნის მიერ უმაღლეს დონეზე და მიუხედავად ამისა, კვლავაც არ წყდება ყალბი ინფორმაციების გავრცელება პოლიტიკურად მოტივირებული პირების მიერ. საზოგადოებისთვის, ასევე, ცნობილია ის პოზიტიური შეფასება, რაც ფინანსთა სამინისტრომ სანქციების აღსრულების ნაწილში დაიმსახურა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო'სალივანის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯეიმს ო'ბრაიენისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორის, კუმარ აიერის ვიზიტის დროს. მიუხედავად ამ აბსურდული განცხადებებისა, რომლებსაც აქვთ კონკრეტული, ვიწროპარტიული ამოცანები, ფინანსთა სამინისტრო და მისი სამსახურები, კვლავ, წარმატებით გააგრძელებენ მუშაობას მათზე დაკისრებული მოვალეობების ეფექტურად შესრულებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)