|
2023-09-18 12:57:38, 715 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროში პაციენტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა
ჯანდაცვის სამინისტროში, პაციენტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში,პაციენტთა უსაფრთხოების კუთხით, სახელმწიფოს პოლიტიკაზე, ამ მიმართულებით უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო ხედვებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მოქალაქეებისთვის, მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სამინისტროს პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, სამინისტრომ პაციენტის უსაფრთხოების 2024-2026 წლების პროგრამა შეიმუშავა. „პროექტის მიზანი, მაღალი სანდოობის ჯანდაცვის სისტემებისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების ჩამოყალიბება,კლინიკური პროცესის უსაფრთხოება,პროფესიული განათლების ხელშეწყობა და ჯანდაცვის სფეროში პაციენტის და მათი ოჯახების ჩართულობის გაძლიერებაა. შეხვედრაზე, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ , იმ საერთაშორისო სტანდარტებზეც ისაუბრა, რომელთა დაკმაყოფილებაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის 2025 წლიდან სავალდებულო იქნება. ამასთანავე, გაიზარდა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატი, საკანონმდებლო ცვლილების მთავარი დანიშნულება სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტის საუკეთესო ინტერესების დაცვა, პაციენტის უსაფრთხოება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლია. გარდა ამისა, პაციენტთა უსაფრთხოებასთან და საექიმო გადაცდომებთან დაკავშირებულ საჩივრებს აქტიურად განიხილავს სამინისტროსთან არსებული პროფესიული განვითარების საბჭოც. თამარ გაბუნიას განცხადებით, სამედიცინო პერსონალის კეთილდღეობა პაციენტების უსაფრთხოების დაცვის გარანტიაა. ამის გათვალისწინებით, სამინისტრო პროფესიული პლატფორმების გაძლიერებაზე მუშაობს. შეხვედრას სხვადასხვა უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)