|
2023-09-18 10:00:22, 644 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტო - სპეციალური დანიშნულების ავტოპარკი სრულად განვაახლეთ
ეროვნულმა სატყეო სააგენტომ სპეციალური დანიშნულების ავტოპარკი სრულად განაახლა. სპეციალური დანიშნულების ახალი ტექნიკა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად დაათვალიერა. „ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი სამსახურების ტექნიკით სრულად აღჭურვის პროცესს. ეროვნულ სატყეო სააგენტოს ახალ სპეცტექნიკასა და მაღალი გამავლობის ავტომანქანებზე, დაახლოებით, რვა მილიონი ლარი იქნა მიმართული. აქედან, ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ნაწილი კი, ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით არის დაფინანსებული. აღნიშნული ტექნიკა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სატყეო სააგენტომ უფრო ეფექტიანად შეასრულოს სამეურნეო საქმიანობა, განახორციელოს შესაბამისი სატყეო გზების გაყვანის სამუშაოები, რათა ხანძრის ან სხვა საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ოპერატიულად შევძლოთ შესაბამისი სამსახურების მობილიზება. ახალი ტექნიკით აღჭურვის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. უწყების ცნობით, 37 ერთეული „პიკაპის“ ტიპის მაღალი გამავლობის და 22 ერთეული სპეციალური დანიშნულების ტექნიკა 9 რეგიონულ სატყეო სამსახურში გადანაწილდება. სპეცტექნიკით სააგენტო უზრუნველყოფს ისეთი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებას, როგორიცაა: ტყის-მოვლა აღდგენა, ხე-ტყის დამზადება, სატყეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია და სახელმწიფო ტყის ტერიტორიების მონიტორინგი. აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტოს მთავარი პრიორიტეტული მიმართულებებია: ტყეების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება, ტყის ინვენტარიზაცია, მართვის გეგმების მომზადება და მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობა, ასევე, თანაშრომელთა სოციალური გარანტიები და სამუშაო პირობების გაუმჯობესება. ბოლო პერიოდში, ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების მასშტაბები მნიშვნელოვნად გაიზარდა, განვითარდა სატყეო ინფრასტრუქტურა საქმიანი ეზოებისა და სატყეო გზების სახით. სატყეო სამსახურების ოფისების რეაბილიტაცია თითქმის ყველა რეგიონში დასრულებულია, ხოლო რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში სატყეო სამსახურის ახალი ოფისები აშენდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის სატყეო სააგენტოს სერვისებით უკეთ სარგებლობას უზრუნველყოფს. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)